ნიკუშა ნატროშვილის დასახმარებლად Cabana Club Tbilisi-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

 

  ნიკუშა ნატროშვილის დასახმარებლად 26 დეკემბერს, Cabana Club Tbilisi-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე ყველასათვის ცნობილი მომღერლები იმღერებენ. დასწრების მსურველებს 10 ლარის გადახდა მოუწევთ, შემოსული თანხა კი ნიკუშას ანგარიშზე გადაირიცხება.
შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს კიკეთში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მეგობარმა ნიკუშა ნატროშვილს ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. სასიკვდილოდ დაჭრილ 24 წლის ახალგაზრდას ექვსი თვის მანძილზე 23 ოპერაცია ჩაუტარდა. ნატროშვილების ოჯახს არანაირი ფინანსური საშუალება აღარ გააჩნია.

კომენტარები

სხვა სიახლეები