ნიკოლას კეიჯი დღეს 52 წლის გახდა

ნიკოლას კიმ კოპოლა, იგივე ნიკოლას კეიჯი დღეს იუბილარია, ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ მფლობელი ამერიკელი მსახიობი დღეს 52 წლის გახდა. კეიჯი კალიფორნიაში, იტალიელი მწერლისა და პროფესორის აუგუსტ კოპოლას და გერმანული წარმოშობის ამერიკელი მოცეკვავის ჯოი ვოგელსანგის ოჯახში დაიბადა. მშობლებმა მას ნიკოლას კოპოლა დაარქვეს, მაგრამ მან შეცვალა თავის სახელი ნიკოლას კეიჯით, რათა არ ესარგებლა თავისი ცნობილი ბიძის – ფრენსის ფორდ კოპოლას სახელით და თავისით დაეწყო მსახიობის კარიერა.
1976 წელს კეიჯის მშობლები განქორწინდნენ და ის ბევერლი-ჰილსში,  მამასთან გადადის. კეიჯი ფრენსის ფორდ კოპოლასა და ტალია შაირის ბიძაშვილია. კეიჯი მსახიობობით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა, რისთვისაც საშუალო სკოლა ადრევე მიატოვა და სამსახიობო კარიერას მიჰყვა. სახელი ადრევე შეიცვალა, რათა განთქმული ბიძის სახელის რეპუტაციით არ ესარგებლა.
გვარი კეიჯიმ კაპიტან მარველის კომიქსების12506639_1107695422608634_1840320834_n წიგნის გმირის – ლუკ კეიჯისგან ისესხა და ასევე ავანგარდისტი კომპოზიტორის – ჯონ კეიჯისგან. 1982 წელს მცირე როლი შეასრულა ფილმში „სწრაფი ცვლილებები რიჯმონტ-ჰაიში“ (კოპოლას გვარით), რომლის უმეტესობა მონტაჟის შემდეგ იატაკზე დარჩა. შემდეგი როლები იყო: 1983 წლის „მებრძოლი თევზი“ და „გოგონა ხეობიდან“, სადაც ის პირველად შენიშნეს.
ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარი“ საუკეთესო მსახიობისთვის მოიპოვა ფილმში „ლას-ვეგასის დატოვება“ (1995). მან მოიხვეჭა სახელი როლების ცვლით მძაფრსიუჟეტიანი ფილმებიდან უფრო სერიუზულ ხასიათობრივ დრამებზე, და შავი იუმორით. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრები იყო „იარაღის მეფე“, სადაც ის ქარიზმატულ იარაღით მოვაჭრეს ასრულებს და – „სინოპტიკოსი“, ამ ფილმში დეპრესიით დაავადებული განთქმული ამინდის მაცნეა.
ნიკოლას კეიჯი სხვადასხვა დროს სამჯერ დაქორწინდა, მისი პირველი მეუღლე (1995-2001) წლებში პატრიცია არკეტი, ხოლო (2002-2004) ლიზა მარია პრესლი იყვნენ. 2004 წლიდან დღემდე კი მისი მეუღლეა ალისა კიმი.

კომენტარები

სხვა სიახლეები