ნიკა რურუა შვილს “ჩემი სამზარეულოს წესებში” გამარჯვებას ულოცავს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კულინარიული რეალითი შოუს „ჩემი სამზარეულოს წესების“ გამარჯვებული “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ნიკა რურუას ყოფილი მეუღლე და შვილი გახდნენ.
შესაბამისად, ტელეკომპანიის მიერ დაწესებული პრიზი 50 ათასი ლარი, საკუთარი რესტორნის გასახსნელად ლიზი (ელისაბედ) რურუას და მის დედას სოფოს გადაეცა. დედა-შვილი კახეთის გუნდს წარმოადგენდნენ.
ნიკა რურუამ შვილს რეალით შოუში გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა.
“დღეს ეს პატარა მაკაკა, დიდი გოგო საპასუხისმგებლო პროფესიულ კონკურსში გამარჯვებულია, დედიკოსთან ერთად. ლიზა, გილოცავ მამიკო!!! გესახელებინოს საქართველო, როგორც დღეს კახეთი გაახარე!!“ “,-წერს ნიკა რურუა.
ლიზი (ელისაბედ) რურუა ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის სტუდენტია.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში 6 გუნდი მონაწილეობდა. თითოეული გუნდი სხვა მონაწილეებისთვის და ჟიურის წევრებისთვის ამზადებდა ვახშამს და მათგან იღებდა შეფასებებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი ქართული კულინარიული შოუ კულინარიის აკადემიის და ტაბულას ერთობლივი პროექტი იყო.
ტელე-პროექტ „ჩემი სამზარეულოს წესების“ თანახმად, ფინალში გამარჯვებულს პრიზად 50 000 ლარი საკუთარი რესტორნის გასახსნელად გადაეცემოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები