შვარცნეგერმა ავტომობილი 2,5 მილიონ დოლარად გაყიდა

კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა და ჰოლივუდის ლეგენდარულმა მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმა თავისი ავტომობილი Bugatti Veyron კოლოსალურ ფასად-2,5 მილიონ დოლარად გაყიდა.
„Bugatti Veyron“-ის ეს 2015 წლის მოდელი 100 კმ.საათს 2,5 წამში ანვითარებს. მისი გარბენი მხოლოდ 1600 კმ-ია. მანქანა ვერცხლისფერია და ტყავის სალონი აქვს. მსახიობის წყაროს განცხადებით, „Bugatti“ დილერმა ობი ოკეკემ შეიძინა. ამ დილერმა ცოტა ხნით ადრე ექსკლუზიური ავტომობილი ამერიკელ მოკრივეს, ფლოიდ მეივეიზერს მიყიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები