ნეირომეცნიერი: ბავშვის მთავარი უბედურება მისი მშობლების ამბიციებია 

ნეირომეცნიერი და შემეცნების თეორიის ავტორი ტატიანა ჩერნიგოვსკაია ბავშვის წარმატებასა და ამ საქმეში მშობლის ჩარევის საკითხის შესახებ:

“წარმატების მიღწევა ბავშვთა აღზრდასა და მათი ფსიქიკის განვითარებაში პირდაპირ არის დაკავშირებული იმაზე, თუ რა სურთ მათ მშობლებს – ნახონ თავიანთი შვილები ბედნიერები, თუ დაიკმაყოფილონ საკუთარი ამბიციები და განუხორცილებელი ოცნებები მათ ხარჯზე.
ბავშვმა უნდა მიიღოს შესაძლებლობების სრული სპექტრი და შესაძლოა, როგორც თავად, ასევე მისმა აღმზრდელებმა, მშობლებმა დაინახონ, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და აქედან არაფერი გამოვა.

ჩემგან ბუღალტერი უნდა დამდგარიყო, მე კი საერთოდ არ მქონდა ბუღალტერიის ნიჭი, სამაგიეროდ, სხვა პროფესიები მაინტერესებდა.

თუ ბავშვზე ზეწოლა ხდება მშობლების მხრიდან, ეს ცუდად დამთავრდება – ის იქნება უბედური, მშობლებისა და ახლობების რჩევით არჩეულ პროფესიას დატოვებს, მაგრამ დაკარგავს სიცოცხლის რამდენიმე წელს.

შეხედეთ მას. გინდათ, რომ თქვენი შვილი იყოს ბედნიერი თუ გინდათ, რომ დაიკმაყოფილოთ საკუთარი ამბიციები? თუ თქვენი ამბიციების დაკმაყოფილება გსურთ, ეს ნიშნავს იმას, რომ კანიბალი ხართ და სინამდვილეში არ გადარდებთ საკუთარი შვილის ბედი” – ამბობს მეცნიერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები