ნეიმა – ირანელი ქალის გარდასახვა და ფოტოგრაფიის ძალა

არსებობს ფოტოები, რომლებიც ქმნიან ეპოქას და გვიყვებიან ისტორიას. სწორედ ასეთი ფოტოები რჩებიან სამუდამოდ ჩვენს მეხიერებაში.
ერთ-ერთი ასეთია ირანელი ფოტოგრაფის, ნევშა თავაქოლიანის ფოტო, რომელიც მან ერთ-ერთ ირანელ ქალს გადაუღო.
თავაქოლიანს მიაჩნია, რომ ფოტოგრაფიის ძალა ის სპონტანური და მოულოდნელი წამია, რომელსაც ფოტოგრაფი თავისდაუნებურად იღებს და სამუდამოდ აღბეჭდავს ფირზე.
ეს არის ამბავი ქალზე, რომელიც ერთი შეხედვით მხიარული და სასაცილოა, მაგრამ ფოტოობიექტივში წამიერი გარდასახვით, პრესტიჟული “მაგნუმისა” და ამერიკული სააგნეტოს “Getty Reportage” წევრი ფოტორეპორტიორი ნევშა თავაქოლიანი გააოცა.
“ნეიმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია თეირანში. ის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, უცნაური და სასაცილოა. მას ფოტო აბსოლუტურ სიჩუმეში გადავუღე. უცებ, მის უემოციო სახეზე ცრემლებმა იწყო დენა ისე, თითქოს ცდილობდა, რაიმე ეჩვენებინა ჩემთვის. ამის შემდეგ მან მითხრა ნახვამდის და წავიდა. ფოტოს ძალა სწორედ მისი სპონტანურობიდან გამომდინარეობს. ნეიმას უზრუნველი და უდარდელი შესახედაობა შორს არის ამ პორტრეტისგან ” – ყვება ნევშა თავაქოლიანი, რომელიც ცნობილია ირანში ქალების წინააღმდეგ ძალადობის, გენდერულ და სხვა მწვავე სოციალურ საკითხებზე მუშაობით.

კომენტარები

სხვა სიახლეები