ნევროზისა და ძლიერი აგზნებადობის მკურნალობა ოჯახურ პირობებში

გახშირებული გულისცემა, ოფლიანობა, უძილობა, მომატებული გაღიზიანება, სისუსტე, თავის ტკივილი – ეს ყველაფერი ნევრასთენიის (ნევროზის) სიმპტომებია. ნერვული სისტემის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ ხალხური მედიცინის საშუალებები.

უძილობის დროს და ნერვული სისტემის დასამშვიდებლად

აურიეთ ერთმანეთში 500 გ თაფლი, 1-1 დესერტის კოვზი აფთიაქში ნაყიდი ვალერიანის და კუნელის ნაყენები, 3 ც. ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ლიმონი (კანიანად) და 1,5 ს.კ. გატარებული ნიგოზი. მიიღეთ 1 ს.კ. 2-ჯერ დღეში, დილით 15 წუთით ადრე ჭამამდე და ძილის წინ. შეინახეთ მაცივარში.

ლიმონი და შავბალახა გაგანთავისუფლებთ გაღიზიანებისგან

ნერვიულობისგან და სულიერი წონასწორობისთვის გამოიყენეთ შემდეგი ნაყენი: გახეხეთ 1 ლიმონის კანი, დაუმატეთ 1 ს.კ. გამხმარი შავბალახა და 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 3 საათის განმავლობაში დახურულ ემალირებულ ჭურჭელში. გაწურეთ და მიიღეთ ½ ს.კ. ჭამის შემდეგ 4-ჯერ დღეში.

შავი ქლიავის ჩირი და სანელებლები გაგიმაგრებთ ნერვებს

1 ჭიქა შავი ქლიავი გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 0.5 ლ კაგორი (დესერტის წითელი ღვინო), გააცხელეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით და დაამატეთ 5-7 ც. შავი პილპილის მარცვალი, 1 ც. დაფნის ფოთოლო, 3-4 ც. მიხაკი და ½ ჩ.კ. ილი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და გააციეთ. სამკურნალო დოზა – 40 მლ დღეში ძილის წინ.

ალუბალი ნევროზის წინააღმდეგ

ალუბალი ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და ნევროზების მკურნალობას. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ალუბლის ხის ქერქს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, გადადგით და დააყენეთ 5 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ დღეში ერთხელ ჭამამდე 1 ჭიქა თბილი ნახარში. ეს რეცეპტი დიდი ხნით დაგავიწყებთ ნევროზს.

კომენტარები

სხვა სიახლეები