ნარკომოვაჭრის აღიარება: მე ვყიდი ნარკოტიკს, თავდაცვის მიზნით კი იარაღი მჭირდება

ნარკოტიკით ვაჭრობა ერთ-ერთი მასშტაბური დანაშაულია, რომლის გამოვლენის ფაქტები ხშირად ხდება.
ამასთან, ხშირია იარაღის უკანონო ტარება და მის გამოყენება.

გასული წლის განმავლობაში ინგლისსა და უელსში, იარაღით მომხდარი დანაშაული 27 %-ს გაუტოლდა, ლონდონში კი 42%-ით გაიზარდა.

ერთ-ერთი ნარკომოვაჭრე საუბრობს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ქუჩაში იარაღით სიარული და აღნიშნავს, რომ მას სულაც არ სიამოვნებს საკუთარი საქმიანობა, თუმცა იძულებულია ნარკოტიკი გაყიდოს და ოჯახი, მინიმუმ საკვებით მოამარაგოს. „მე არ მისწავლია სკოლაში, ჩემს გარემოცვაში უმეტესობა მკვლელი და „ნაძირალა“ იყო. „მე ვყიდი ნარკოტიკს, თავდაცვის მიზნით კი იარაღი მჭირდება“, – აცხადებს ის.
ნარკომოვაჭრემ ასევე აღნიშნა, რომ მისმა შვილებმა მამის საქმიანობის შესახებ არაფერი იციან და არ იქნება მოხარული, ეს ამბავი რომ შეიტყონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები