„მხოლოდ იესო ქრისტეა ჩემზე პოპულარული“ – დონალდ ტრამპი

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მასზე პოპულარული ადამიანი მხოლოდ ქრისტეა. ეს განცხადება ტრამპმა გუშინ ჩრდილოეთ კაროლინაში საზოგადოებასთან შეხვედრისას, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გააკეთა და მაშინ, როცა მისი რეიტინგი 50%–ზე დაბალია.

ტრამპის განცხადებით – „წარსულშიც და აწმყოშიც, მასზე პოპულარული მხოლოდ ღმერთის შვილია“

„რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ მითხრა: „შენ უპირობოდ ყველაზე პოპულარული ადამიანი ხარ მსოფლიოში“, მე კი ვუპასუხე: „არა, ეს ასე არ არის“, მკითხა აბა ვინ არის შენზე პოპულარულიო და ვუთხარი, რომ იესო ქრისტეა ჩემზე პოპულარული“

ამ განცხადების გამო მსოფლიო მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა აშშ–ის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.

კომენტარები

სხვა სიახლეები