მშობლებს ტყუპი შვილები აერიათ და კორონავირუსზე სამკურნალოდ საავადმყოფოში ჯანმრთელი ბავშვი მიიყვანეს

კრეტაზე, ირაკლიონში ტყუპი შვილების მშობლებს დაუჯერებელი ინციდენტი შეემთხვათ. მომხდარზე ბერძნული მედია წერს. შემთხვევა შაბათს ირაკლიონის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა.

მშობლებმა შენიშნეს, რომ ერთერთ შვილს სიცხე ჰქონდა. მათ კორონავირუსის შეეშინდათ და ამიტომ გადაწყვიტეს ბავშვის საავადმყოფოში წაყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა ექიმს აღუწერეს სიმპტომები, მაღალი სიცხე და ხველა.

ექიმებმაც “კოვიდ–19″–ზე მიიტანეს ეჭვი და ბავშვის გასინჯვა დაიწყეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პატარა სრულებით ჯანმრთელი იყო და სისხლში ჟანგბადის შემცველობაც იდეალურ ზღვარზე.

მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საავადმყოფოში ჯანმრთელი ტყუპისცალი მიიყვანეს, ხოლო ბავშვი, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, შინ დატოვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები