“მშობელი 1, მშობელი 2”-გოგი წულაია ტრანსსექსუალთა მოთხოვნაზე (ვიდეო)

პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია ტრანსსექსუალთა მოთხოვნას ეხმაურება, რომლებიც იურიდიულად სქესისს შეცვლას ითხოვენ. მისი თქმით, ეს ერთი შეხედვით მარტივად ჩანს, მაგრამ ამას სხვა მძიმე შედეგებიც მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის სამინისტროსთან, ტრანსგენდერი ქალების აქცია სახელწოდებით “მე ვარ ქალი – აღიარე!” მიმდინარეობდა, სადაც ისინი სქესის შეცვლის პროცედურის გამარტივებას ითხოვდნენ.
მათი განმარტებით, დამამცირებელი და არაჰუმანურია ის ნორმები, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს კასტრაციას ავალდებულებს. გარდა ამისა, ტრანსგენდერი ქალები იმასაც მოითხოვდნენ, რომ სქესის შეცვლის გარეშე, მათი პირადობის მოწმობაში ჩაიწეროს სქესი “მდედრობითი”.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები