“მუსლიმ ოჯახში დავიბადე, მაგრამ ქრისტიანობას კარგად მინდა, გავეცნო, მერე მოვინათლებიო” – პეტრე კოლხი საინტერესი ისტორიას იხსენებს

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს ათი წლის წინ მოხმდარ ამბავზე, როცა მუსლიმი მამაკაცი მისი ნათლული გახდა და ქრისტიანად მოინათლა:

“დაახლოებით, ათი წლის წინ აჭარიდან ახალგაზრდა დამიკავშირდა.
თქვენთან შეხვედრა მსურს, მუსლიმ ოჯახში დავიბადე, მაგრამ ქრისტიანობას კარგად მინდა, გავეცნო, მერე მოვინათლებიო…
ვერ მოვისვენე, ზაფხული იდგა, დავადექი გზას აჭარისკენ…

შევხვდი, ზღვის სანაპიროზე გავედით. უამრავი ვისაუბრეთ… აზროვნებით, მენტალობით, შინაგანად ქრისტიანი იყო…
ორი-სამი დღე დავრჩი… ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს, ვსაუბრობდით, ბევრს ვსაუბრობდით…
მეოთხე დღეს ის ჩემი ნათლული გახდა, პეტრე დავარქვი…”, – წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

სხვა სიახლეები