“მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჟანგბადის აპარატზე მიერთებული, გათიშული ფილტვის ამუშავებისა” – როგორია თემურ წიკლაურის მდგომარეობა

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძე წერს:

“მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ შემოვუსხდებით ასე ცეცხლს, კიდევ ბევრჯერ გავუზიარებთ ქვეყნის ავან-ჩავანს ერთმანეთს და კიდევ ბევრჯერ წავალთ ბრძოლაში – საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის…

და ვისაც ბრძოლა მხოლოდ იარაღით ხელში ტყვიების წვიმა გგონიათ – სცდებით – ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის – ღირსეული საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, პატარავდება, ცოტავდება და მორალურად ნადგურდება – სადაც ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი – კაცს… ბოდიში სიმართლისთვის.

P.S. თემოს ჯანმრთელობაში არაფერი შეცვლილა, სტაბილურ სიმძიმეს ვინარჩუნებთ და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჟანგბადის აპარატზე მიერთებული, გათიშული ფილტვის ამუშავებისა…”, – წერს ბესო ჩუბინიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები