მსოფლიო შოკშია – ატარეთ 21 დღე იასამნისფერი სამაჯური და ნახეთ, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში

ამერიკელ მღვდელმსახურ უილ ბოუენს უბრალო და იმავდროულად გენიალური აზრი დაებადა იმის შესახებ, რომ მთელი ჩვენი სამყარო უკეთესად შეიძლება ვაქციოთ…იისფერი სამაჯურის წყალობით!

სამაჯური უნდა გავიკეთოთ და ზუსტად 21 დღის განმავლობაში ვატაროთ ერთსა და იმავე ხელზე, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება! მთელი ამ სამი კვირის განმავლობაში არავითარი ნეგატიური მტკიცებულების ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლება. ეს კი ნიშნავს, რომ 21 დღე ყოველგვარი ჩივილის, საყვედურის, ჭორის, კრიტიკის, შენიშვნისა და სხვა ამგვარის გარეშე უნდა ვიცხოვროთ. თუკი მაინც ”ჩაიჭრებით” და ზედმეტს წამოროშავთ, სამაჯური მაშინვე მეორე ხელზე უნდა გადაიტანოთ და დროის ათვლა თავიდან დაიწყოთ!

ერთი შეხედვით, ეს თეორია საკმაოდ უტოპიურად მოგეჩვენებათ, თუმცა მას უკვე 5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს მსოფლიოს ოთხმოც ქვეყანაში. ეს ის ადამიანები არიან, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის საკუთარი და გარშემო მყოფთა სიცოცხლე. სწორედ ისინი ცვლიან ჩვენს სამყაროს უკეთესობისკენ! იქნებ, ღირს, ჩვენც მათ შევუერთდეთ?

თავად უილ ბოუენს სამი თვე დასჭირდა იმისათვის, რათა ზედიზედ 21 დღე გაეტარებინა ხმამაღალი ნეგატიური აზრების გარეშე. მაგრამ მან ეს შეძლო, ისევე როგორც მილიონობით მისმა მიმდევარმა. ეს კი ნიშნავს, რომ არც თქვენთვის იქნება შეუძლებელი! საქმე მხოლოდ ისაა, რა დროის განმავლობაში მოახერხებთ ამას, მაგრამ ეს უკვე მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული…

რატომ არის საჭირო ზუსტად 21 დღის გატარება ჩივილის გარეშე და რატომ უნდა იყოს სამაჯური მაინცდამაინც იისფერი? საქმე ის გახლავთ, რომ რიცხვი ”21” ერთგვარად მაგიურია. ექსპერიმენტულად არის დამტკიცებული, რომ შესაძლებელია ზუსტად 21 დღეში ადამიანს ნებისმიერი ჩვევა გამოუმუშავდეს, მათ შორის – სამყაროს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აღქმის ჩვეულებაც.

შემთხვევით არც სამაჯურის ფერია შერჩეული. იისფერი სიმბოლურად გამოხატავს უზენაეს სიბრძნესა და სულიერებას და კიდევ – იგი დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები