მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! – უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის -ფოტო, ვიდეო

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=sXiTxlVta_A&feature=youtu.be[/youtube]

კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

პირველად გამოქვაბული 1960 წელს ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერი კრასნოიარსკის სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ.

2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა. რაც შეეხებათ ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე (2140 მეტრი). მღვიმეში გვხვდება მინიატიურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. გარდა ამისა, გამოქვაბულში არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები. აღსანიშნავია, რომ მისი წყლებით მდინარე რეპრუა საზრდოობს.

წყარო: http://www.ambebi.ge

წყარო: http://www.photoambebi.ge

წყარო: http://www.palitratv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები