მოხუცის მიმართ ძალადობაში ბრალდებული – „100 წლის შემდეგ რომ მოკვდება, ვუყურებთ“ (ვიდეო)

ნონა ქუთათელაძე, რომელიც საკუთარი ბებიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაშია ბრალდებული, გამოძიების დაწყების შემდეგ პირველ საჯარო კომენტარს აკეთებს. როგორც სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოს ავტორი აცხადებს, ბებიისთვის ტყვიები არ უსვრიათ და მხოლოდ ეხუმრებოდნენ.
„რომელი ნორმალური ადამიანი ესვრის ტირის თოფიდან ტყვიას მოხუც ადამიანს. ასე ხშირად ვხუმრობთ. ბებიაჩემსაც უნდა და სურვილი აქვს ვიდეოები გადავუღოთ. 100 წლის შემდეგ, ღმერთმა დაიფაროს რომ მოკვდება, თავისი სურვილიც არის და ვუყურებთ. საშინელება არაფერია იქ. ვინმე ვინმეს ტყვიებს ესროდეს, ეს ყველაფერი არის სიცრუე“, – აცხადებს ნონა ქუთათელაძე.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რასაც საზოგადოების მხრიდან ერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დასდევენ ასაკოვან ბებოს შვილიშვილები და პნევმატური იარაღიდან ესვრიან. შსს-მ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შემდეგ კი საქმე სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები