მოჩვენებების ქალაქი და სხვა ყველაზე საშიში ადგილები მსოფლიოში (ფოტოკოლაჟი)

ექსტრემის და საშიში თავგადასავლის მოყვარულთა საყვარელი ადგილები:

1. ვინჩესტერების სახლი (კალიფორნია)image
მსოფლიოში ყველაზე საშიში სახლი, რომელშიც 160 ოთახი და 40 კიბეა, ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ლეგენდის თანახმად, ეს სახლი სარა ვინჩესტერმა სულების დასაბნევად ააშენებინა, რომელსაც მუშები 38 წელი მოუნდნენ. დღეს სახლს, ძირითადად, ტურისტები სტუმრობენ და ჯგუფისგან ჩამორჩენა კატეგორიულად იკრძალება, რადგან ამდენ ოთახში დაიკარგებით, სულები ხომ ყოველთვის ელიან ახალ მსხვერპლს.
2. აოკიგაჰარის ტყე (იაპონია)image
სუიციდის ფაქტებით ეს ტყე მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ფუჯის მთასთან ახლოს მდებარე ტყეში 1950-იან წლებში 500-ზე მეტმა ადამიანმა მოიკლა თავი, ამიტომაც იაპონელებმა ამ ტყეს „თვითმკვლელთა ტყე“ უწოდეს.
პირველ ადგილს კი სან-ფრანცისკოში მდებარე ხიდი „ოქროს კარიბჭე“ იკავებს. ჩვეული წარწერებისგან, – „ნუ დაყრით ნაგავს“, – განსხვავებით, რომლებიც ჩვენ სხვაგან გვხვდება, ტყის ყველა ტერიტორიაზე განლაგებულია ტაბულები თხოვნით, – „თქვენს ახლობლებზე დაფიქრდით“. ასევე ამ ტყეში განცხადებებია ფსიქოლოგის ტელეფონის ნომრებით. ყველგან სათვალთვალო ვიდეოკამერები არის დამონტაჟებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხალხი მაინც თავს იკლავს და ტურისტებს კი ხშირად ხვდებათ გვამები, წამლები და სახრჩობელები.
3. ოვერტაუნის ხიდი (შოტლანდია)image
ეს ხიდი ძაღლების თვითმკვლელობით არის ცნობილი.
4. სან ჟი – მოჩვენების ქალაქი. ტაივანი
ეს ქალაქი მდიდრული კურორტისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მშენებლობის დაწყებასთან ერთად უჩვეულო რაღაცები ხდებოდა, ყოველ დღე მუშები იღუპებოდნენ. ამის მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა, მაგრამ კურორტზე მოჩვენებების გარდა ჯერ არავის უცხოვრია.10846998_1571726696376017_1109854485_n
5.პოველიის კუნძული
ამ კუნძულზე მიჰყავდათ ინფექციით დაავადებული ადამიანები და იქვე ტოვებდნენ. ამ კუნძულზე „საძმო სასაფლაოც“ მდებარეობს. სხვადასხვა ლეგენდის თანახმად იქ მკვდრებს წვავდნენ და ამიტომ მთლიანი კუნძული ფერფლით არის დაფარული, მაგრამ ეს არ არის საშიში. ამ კუნძულზე ოდესღაც აშენდა საგიჟეთი, რომლის პაციენტები ამბობდნენ, რომ მათ მოჩვენებები ახრჩობდნენ, ექიმები მათ ყურადღბას არ აქცევდნენ, თუმცა მთავარი ექიმი თავადაც გაგიჟდა.image

კომენტარები

სხვა სიახლეები