მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენების სრულ აკრძალვას ითხოვენ

ფინეთის მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენების სრულ აკრძალვას ითხოვენ. შესაბამისი ინიციატივა მოქალაქეებისგან სპეციალურ საიტზეა ატვირთული, სადაც ხელმოწერები გროვდება. 50 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ, ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო განიხილავს. ამ დროისთვის, აღნიშნულ ინიციატივას 29 ათასი ხელმოწერა აქვს, ვადა კი 2019 წლის ზაფხულამდეა.
დღესდღეობით, ფინეთში პიროტექნიკის გამოყენება, საკმაოდ მკაცრად რეგულირდება. ფოიერვერკების გაშვება მხოლოდ წინასაახალწლოდ, 31 დეკემბრის საღამოს ექვსი საათიდან პირველი იანვრის ღამის 2 საათამდეა დასაშვები. ფოიერვერკების სხვა ქვეყნებიდან შეტანა კი აკრძალულია.
პიროტექნიკის გამოყენების სრული აკრძალვის შესახებ ინიციატივის მიზანი, მისი ავტორების განცხადებით,ის არის, რომ საგრძნობლად შემცირდეს ის პრობლემები, რომლებიც პიროტექნიკის გამოყენებას უკავშირდება. მათ შორის, თვალებისა და სხეულის სხვა ნაწილების ტრავმები, ხანძრები და მთლიანობაში საახალწლო ღონისძიებების უსაფრთხოების ამაღლება.

კომენტარები

სხვა სიახლეები