მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი – როგორი ამინდი იქნება წინასაახალწლო დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით უახლოეს დღეებში საქართველოს დაბლობზე წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი ძლიერი თოვლია მოსალოდნელი:

„27 დეკემბერს, დღის ბოლოდან 28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია ქარის გაძლერება და 3-4 ბალიანი ღელვა.

❗️28 და 29 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.

კომენტარები

სხვა სიახლეები