მორგან ფრიმენი საკუთარ შვილიშვილთან სექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს

მსახიობი მორგან ფრიმენი სექსუალურ სკანდალში ეხვევა. ამის შესახებ The New York Post-ი წერს.

მსახიობი საკუთარ შვილიშვილთან, იდენ ჰაინსთან სექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს. ის 33 წლის ასაკში 2015 წელს, დანით მიყენებული ჭრილობების გამო, რომელიც სავარაუდოდ, მისმა შეყვარებულმა ლამარ დევენპორტმა მიაყენა, გარდაიცვალა. სასამართლოს მსვლელობისას ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ “მან უამბო დევენპორტს და სხვებს, რომ ბაბუა მასთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა”.

იდენ ჰაინსი არ იყო მორგან ფრიმენის სისხლით ნათესავი. მსახიობმა დედამისი დინა ადეირი იშვილა, მაგრამ ისინი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს. რედაქციის თანახმად, ინფორმაცია მორგან ფრიმენის შვილიშვილთან სავარაუდო რომანის შესახებ, ჯერ კიდევ 2009 წელს გაჟღერდა, ჭორების თანახმად, შესაძლო ქორწინებაზეც იყო საუბარი. ამ ჭორს ორივე უარყოფდა და შვილიშვილმა ცალკე განცხადებაც გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით, – ” მსგავსი ისტორია არამხოლოდ სიცრუეა, არამედ მტკივნეულიცაა მისთვის და მისი ოჯახისთვის”.

სექსუალური სკანდალი აგორდა 2017 წლის ბოლოს, მას შედეგ, რაც უამრავმა მსახიობმა, მათ შორის, ანჯელინა ჯოლიმ, სელმა ჰაიეკმა და სხვებმა, პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები