მოზარდი, რომელიც რუსთავში თვითმკვლელობას ცდილობდა, პატრულმა გადაარჩინა

მოზარდი, რომელიც ხიდიდან გადახტომას ცდილობდა, პატრულმა გადაარჩინა. შემთხვევა გუშინ, რუსთავში მოხდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ,17 წლის გოგო რუსთავის ხიდზე, ჯებირს იქეთ იდგა, რა დროსაც ის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გიორგი ჩილაჩავამ შენიშნა. იგი მოზარდს გამოელაპარაკა და ფრთხილი მოქმედების შედეგად, მოახერხა მისი უსაფრთხო ზონაში გადმოყვანა.

“მე და ჩემი შვილი ვიყავით ექიმთან, წამლები უნდა წამოგვეღო. ჩემი შვილი ბიძაშვილთან ერთად მელოდებოდა. სანამ მე წამლები ავიღე და გამოვბრუნდი, ჩემი ბიძაშვილი მოვარდა და მითხრა, რომ გოგონა გაგვექცაო”, – განაცხადა არასრულწლოვნის დედამ „ინფო რუსთავთან“ საუბრისას.

კომენტარები

სხვა სიახლეები