„მოდი ღამე მუზეუმში“ – კულტურის მინისტრმა სტუდენტებთან ერთად ხიდი მოხატა (ფოტოკოლაჟი)

 

„მოდი ღამე მუზეუმში“ – ამ სლოგანით სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ერთად, იუსტიციის სამინისტროსთან მდებარე ხიდი მოხატეს. ამით ისინი გამვლელებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ 21 მაისს გაიმართება. მუზეუმის მონახულება ამ დღეს საქართველოს მასშტაბით ღამის 1 საათამდე იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ სლოგანით: „მოდი ღამე მუზეუმში“ სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ თბილისის არაერთი უბანი მოიხატება.
აქცია „ღამე მუზეუმში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში მოეწყობა (შესვლა უფასოა). ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.
18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება!

კომენტარები

სხვა სიახლეები