“მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები” – თბილისის ზოოპარკი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

თბილისის ზოოპარკი მოქალაქეებს სთხოვს, ბუნებრივი ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები არ გადაყარონ და მათთან მიიტანონ:

თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს:
ახალმა წლებმა ჩაიარა და, ალბათ, სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს გვერდს თვალ-ყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა – ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.
ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები