მოასწარით ახალ წლამდე – კეფირის ერთკვირიანი დიეტა, მინუს 4-6 კგ

ერთ კვირაზე ცოტა მეტი რჩება ახალი წლის დადგომამდე და იმისათვის, რომ მოხდენილად შევხვდეთ 2015 წელს და დღესასწაულებს
კეფირის დიეტით ერთ კვირაში 4-დან 6 კგ-მდე დაიკლებთ.

პირველი დღე
– 1,5 ლ კეფირი და 5 მოხარშული კარტოფილი;

მეორე დღე
– 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მოხარშული ქათმის ხორცი (უკეთესია თეთრი ხორცი);

მესამე დღე
– 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მჭლე ხორცი (ხბოსი ან საქონლის);

მეოთხე დღე
– 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მოხარშული თევზი.

მეხუთე დღე
– 1,5 კეფირი, პლუს ბოსტნეული და ხილი (გარდა ყურძნისა და ბანანისა).

მეექვსე დღ
– 1,5 ლ კეფირი.

მეშვიდე დღე
– მინერალური წყალი ნებისმიერი რაოდენობით.

ყველა პროდუქტი უნდა იყოს მარილისა და შაქრის გარეშე მომზადებული. დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული თვეში ერთ კვირაზე მეტხანს.

კეფირის დღიური ნორმა უნდა სვათ თითო ჭიქით 3-4 საათის ინტერვალებით.

არ არის აუცილებელი, კეფირი იყოს ერთგვაროვანი. შეგიძლიათ, მაგალითად, დილით დალიოთ ჩვეულებრივი, უცხიმო, შემდეგ ბიფიდოკეფირი, ხოლო საღამოს – ხილის.

დიეტის დროს არ არის რეკომენდებული ჩაი და ყავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები