მკერდის კიბოს ზოგიერთი ფორმა შესაძლოა, 11 დღეში განიკურნოს

ახალი რადიკალური თერაპია პაციენტებს საშუალებას მისცემს, მკერდის კიბოსგან ქიმიოთერაპიის გარეშე, 11 დღეში განიკურნონ.
უცხოური პრესის ინფომრაციით, უნიკალური თერაპიის საშუალებით, ქიმიოთერაპიის კურსი საჭირო აღარ იქნება, რომელსაც ჯანმრთელობისთვის საზიანო გვერდითი მოვლენები ახლავს თან.

პაციენტებისთვის 10 წლის წინ ლიცენზია მიეცა პრეპარატ „ჰერცეპტინს“, რამაც მათი მდგომარეობა გარკვეულწილად, უკეთესობისკენ შეცვალა. მას შემდეგ კი, ახალი პრეპარატი „ტივერბი“ გამოვიდა.

დიდ ბრიტანეთში დაავადების მკვლევარებმა გადაწყვიტეს, აღნიშნული ორი პრეპარატის შეერთების საფუძელზე მიღებული შედეგი ენახათ.ნ აღმოჩნდა, რომ ორი პრეპარატის ერთდროულად მიღებით, ზოგიერთ პაციენტში სიმსივნური კერის შემცირება ძალიან სწრაფად ხდება.
„ტივერბისა“ და „ჰერცეპტინის“ მკურნალობის ¼ შემთხვევაში, ინვაზიური სიმსივნე საერთოდ ქრება, ან ძალიან მცირე რაოდენობით რჩება. „ჰერცეპტინის“ მიღების შემთხვევაში, პაციენტთა მხოლოდ 3%-ს ჰქონდა მსგავსი შედეგი.
მკურნალობაში ყველაზე შთამბეჭდავი ის აღმოჩნდა, რომ სიმსივნის შემცირება 11 დღეში მოხერხდა. ამ მეთოდის ეფექტურობაში დასარწმუნებლად, მედიკოსები ფართომასშტაბიან თერაპიულ კურსსა და გამოკვლევების ჩატარებას აპირებენ.

წყარო:http://www.info9.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები