კარლ ლაგერფელდის კატა სამძიმრისთვის ყველას მადლობას უხდის

გარდაცვლილი დიზაინერის კარლ ლაგერფელდის კატა შუპერტმა ინტაგრამის გამომწერებს​, პატრონის გარდაცვალებზე გამოთქმული სამძიმრის გამო, მადლობა გადაუხადა.
კატის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოსურათს თან შემდეგი ტექსტი ახლავს: „მადლობა სამძიმრის სიტყვებისთვის. გაყინული და გატეხილი გულით ვეშვები გლოვაში.“
ლაგერფელდის ულვაშიანი მემკვიდრე ფოტოზე შავი შლიაპით და სამგლოვიარო ვუალით წარდგა და “დაგვარმწუნა”, რომ „ეცდება მამიკოს გარეშე ცხოვრება“ დამოუკიდებლად გააგრძელოს.

როგორც ცნობილია, სწორედ დიზაინერის საყვარელი კატა ხდება მისი მრავალმილიონიანი ქონების ერთადერთი მემკვიდრე.
კარლ ლაგერფელდი 19 თებერვალს გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები