მის თურქეთი 2017-ს ტიტული უცენზურო პოსტის გამო ჩამოართვეს

მის თურქეთი 2017-ს, იტირ ესენს ტიტული ჩამოართვეს. ამის შესახებ კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი იტყობინება. გადაწყვეტილების მიზეზი იტირის მიერ ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის წლისთავზე ტვიტერში გამოქვეყნებული სკანდალური პოსტი გახდა- „მენსტრუაცია დამეწყო და ჩემი სისხლი იმ გმირების სისხლს შეუერთდა, რომლებიც გადატრიალების მცდელობისას დაიღუპნენ.“ 2017 წელს მის მსოფლიოზე თურქეთს ესენის ნაცვლად ვიცე-მისი ასლი სიუმენი წარადგენს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები