მილიონერმა 21 წლის შემდეგ შეიტყო, რომ ცოლის საყვარლის შვილებს ზრდიდა

მილიონერმა 21 წლის შემდეგ გაიგო, რომ მისი სამივე შვილი, რეალურად მისი არ ყოფილა. საშინელი ტყუილის შესახებ მას მერე გახდა ცნობილი, რაც ექიმებმა გაარკვიეს, რომ რიჩარდ მეისონი დაბადებიდან უნაყოფოა. ახლა მის ყოფილ ცოლს მისთვის 250 ფუნტი სტერლინგის გადახდა კომპენსაციის სახით მოუწევს. თუმცა, მას შვილების ბიოლოგიური მამის ვინაობის საიდუმლოდ დატოვების უფლება მიეცა.
რიჩარდი ვერც კი წარმოიდგენდა რომ სხვის შვილებს ზრდიდა, სანამ ექიმებისგან მძიმე დიაგნოზის შესახებ არ გაიგო. მას მუკოვისციდოზი აქვს. ეს მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ქალებსა და კაცებში უნაყოფობას იწვევს. დნმ-ის ტესტებმა კი დაადასტურეს, რომ რიჩარდს არაფერი აქვს საერთო უფროს, 21 წლის შვილთან და 17 წლის ტყუპებთან.
ახლა 55 წლის რიჩარდი თვლის, რომ მისი შვილების ბიოლოგიური მამა ერთი და იგივე მამაკაცია, რომელთანაც მის ცოლს რომანი 1990-იანი წლების ბოლოს ჰქონდა. მისი ცოლი ღალატში განქორწინების შემდეგ, 10 წლის მერე გამოტყდა და უცნობია, იცის თუ არა მისმა საყვარელმა შვილების არსებობის შესახებ.
ამჟამად, კომპანია MoneySupermarket.com-ის მფლობელმა მამაკაცმა სასამართლოს მიმართა, რათა დაიბრუნოს იმ ფულის ნაწილი, რომელიც მისმა ცოლმა განქორწინების პროცესში წაართვა და ამასთან, ის თაღლითობაში დაადანაშაულა. ამას გარდა, ცნობილია, რომ მისმა ორმა შვილმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. მესამე ვაჟმა კი რიჩარდს გასულ თვეში წერილი მისწერა.
“მამა, როგორც თავიდანვე ვამბობდი, შენ ჩემთვის ყოველთვის მამა იქნები, რაც არ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, შენთან კონტაქტზე დავრჩები, ეს არასოდეს შეიცვლება… მე ყოველთვის შენთან ვიქნები და შენ ყოველთვის ჩემს მამად დარჩები. მიყვარხარ“, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

სხვა სიახლეები