გაიგე რა სუპერძალას ფლობ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგია ერთ-ერთი ეზოთერული სწავლებაა, რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ასტროლოგიისადმი, საზოგადოების დაინტერესება მაინც დიდია. ზოდიაქოში სულ 12 ნიშანია და თითოეული მათგანი სხვადასხვა თვისებებით ხასიათდება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, რა მთავარ თვისებასა და “სუპერძალას” შეიძლება ფლობდეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი
ვერძის მთავარი თვისება თავდაჯერებულობაა. იშვიათად შეხვდებით ვერძს, რომელსაც არ აქვს მიზანი, არ ისწრაფვის მის შესასრულებლად და არ აღწევს წარმატებას. ვერძებს სუპერმენის სიძლიერე აქვთ.
კურო
კუროებს წარმოუდგენლად ზუსტად შეუძლიათ ხარჯები გაწერონ. მათ ინტუიცია თანხის გონივრულად დახარჯვაში ეხმარებათ. მათო სუპერძალა ტელეპათია.
ტყუპები
ტყუპები წარმოუდგენლად იღბლიანები არიან და ყოვლად გამოუვალი მდგომარეობიდანაც შეუძლიათ მშრალი გამოვიდნენ. ალბათ, გასაკვირიც არაა, რომ მათი სუპერძალა ფრენაა.
კირჩხიბი
კირჩხიბები მეორე სუნთქვას ფლობენ. როცა სხვა ნიშნები ნებდებიან, ისინი აგრძელებენ გზას და ყველას გასაკვირად, ბოლოს მაინც აღწევენ მიზანს. თქვენდა გასაოცრად, კირჩხიბების სუპერძალა ცხოველებთან საუბარია.
ლომი
ლომებს საქმეში ინტუიცია იშვიათად ღალატობთ. მათ ზუსტად შეუძლიათ ისეთი გუნდის შემქნა, რომელიც არ წააგებს. ლომების სუპერძალა ტელეპორტაციაა.
ქალწული
ქალწულის ნიშა იმაში მდგომარეობს, რომ მათ გეგმა “ბ”- ს შემუშავება მაშინაც შეუძლიათ, თუ მეორედ მოსვლა დაიწყება. მათი სუპერძალა ტელეკინესი (საგნების გადაადგილება გონების ძალით).
სასწორი
მათი კრეატიული აზროვნება და უნარი ყველაფერი ხელოვნებას დაუკავშირონ გარშემომყოფებს ხშირად აოცებს. სუპერძალა: უჩინარობა.
მორიელი
მორიელი რომ ყველაზე სექსუალურ ზოდიაქოდ ითვლება, ამას ლაპარაკი არ უნდა. მათ არაერთი გულის მონადირება და მისი გატეხა შეუძლიათ ცხოვრების გზაზე. სუპერძალა: დროში მოგზაურობა.
თხის რქა
თხის რქა იმით გამოირჩევა, რომ დიდი მოთმინების უნარი აქვს და წარუმატებელ პერიოდშიც კი არ კარგავს იმედს და წინ მიიწევს. სწორედ ეს განაპირობებს მათ სუპერძალასაც, მათ მომავლის განჭვრეტა შეუძლიათ.
მერწყული
ყველაზე ნოვატორი ზოდიაქოა. ხშირად მერწყული ისეთ ნოვატორულ ნაბიჯს გადადგამს, რომ ყველას აკვირვებს. სუპერძალა: ელასტიკურობა.
თევზები
თევზების ყველაზე გამორჩეული თვისება მიზანდასახულობაა. ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქო ხშირად სიჯიუტითაც გამოირჩევა. სუპერძალა: ფორმის ნებისმიერი სახით შეცვლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები