ჰო, ვერაფერს იტყვი, საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამ სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს ის, თუ დროზე ვერ მიხვდები მისგან წამოსულ „სხვა“ ინტერესს და მასზე ემოციურად დამოკიდებული გახდები იქამდე, ვიდრე მასთან ურთიერთობის მიმართულებას გონებით გადაწყვეტ. ცოლიანი კაცები, “აკრძალული ხილი გემრიელიას” პრინციპით მოქმედებენ ხშირად უფრო დახვეწილი საკომუნიკაციო მანერით გამოირჩევიან. თუმცა არსებობს დეტალები, რომელთა მიხედვითაც ზუსტად გაარკვევ, დაინტერესებულია თუ არა ის შენით.
თუ დაოჯახებულ მამაკაცს მოსწონხარ, მან შესაძლოა, შექმნას სიტუაციები, სადაც შემთხვევით გადაგეყრება. მან შესაძლოა, იპოვოს თქვენი საყვარელი გასართობი ადგილი, ან, მაგალითად, დაესწროს ღონისძიებას თუ ეცოდინება, რომ შენც ამ ღონისძიებაზე იქნები. შესაძლოა, ისურვოს სამსახურში დაგვიანება და გაწელოს რაიმე პროექტზე მუშაობის პროცესი, მხოლოდ იმიტომ, რომ შენც ამ პროექტზე მუშაობ. სიახლოვის შენარჩუნებამ, შესაძლოა გაზარდოს იმის ალბათობა, რომ უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. სწორედ ამას ვარაუდობს გარი ლევანდოვსკი, მონმუთის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, თავის სტატიაში „ხუთი საუკეთესო კლასიკური კვლევა მიზიდულობის ფსიქოლოგიაზე“.

მისი საუბრები, უმეტესად, შესაძლოა შენი მოკითხვით დაიწყოს. დასმული კითხვები ძალიან ემსგავსება ფლირტს. კანზასის უნივერსიტეტის კომუნიკაციების პროფესორი ჯეფრი ჰოლიც ამ მოსაზრებას იზიარებს. ცოლიანმა მამაკაცმა, რომელსაც მოსწონხარ, შესაძლოა ამ ფრთხილი გზით მოიპოვოს ინფორმაცია, წარმოაჩინოს თავისი თავი შენთვის მისაღებად და გაცილებით მომხიბვლელად, რათა გავლენა იქონიოს შენს არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე. შესაძლოა, გკითხოს, ხარ თუ არა ურთიერთობაში, გყავს თუ არა ვინმე დაგიმატოს facebook-ზე და ტელეფონის ნომერიც გამოგართვას.
„დააკვირდი, როგორ იქცევა, როცა მარტოები ხართ და იქცევა თუ არა განსხვავებულად თავისი მეგობრებისა და კოლეგების გარემოცვაში. თუ არაბუნებრივად და შევიწროებულად მოგეჩვენება, იქნებ თქვენზე ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას. შეამჩნევ აღელვებას, მოუსვენრობას და სიტყვების ბორძიკს. მან შესაძლოა, გამოავლინოს უჩვეულო ქცევა ყურადღების მისაქცევად, რომელიც ექნება წინასწარ დაგეგმილი. მაგალითად, განმეორებით გთხოვოთ ჰალსტუხის გასწორება”, – აღნიშნავს ელენ ფიშერი, ბიოლოგიური ანთროპოლოგი თავის სტატიაში „ლტოლვის ბიოლოგია“.

თუ იჭერს შენს გამოხედვებს, გაშტერდება ან ორივეს ერთდროულად აკეთებს, ე.ი მოსწონხარ. თუ ღიმილით გიყურებს, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მოსწონხარ. თავის მეცნიერულ სტატიაში„სიყვარულის მზერა“, ოფთალმოლოგი ჩერილ მარფი განიხილავს აღქმის მიმზიდველობას თვალის ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად. თუ მამაკაცი შენი სხეულის კონკრეტულ ადგილს აშტერდება, სავარაუდოდ, მას შენ აღელვებ.

„დაოჯახებული მამაკაცი, რომელსაც მოსწონხარ, მოგეყრდნობა ან თავს ჩამოგადებს. ასევე, მისი ფეხი იქნება შენსკენ მომართული” – წერს ქცევის საკითხების ექსპერტი, ვანესა ვან ედვარდი, თავის სტატიაში „ლტოლვა და სხეულის ენა“. „ქმედებების წარმოჩენა შესაძლოა, სასიყვარულო ზრახვების გამომხატველი იყოს.“ – წერს ფიშერი. „შესაძლოა, ხელზე მოგეფეროს, ხელი მოგხვიოს – ის ხომ სულ შენ ირგვლივ მოძრაობს“.
ბრალდებების წამოყენებაც, შესაძლოა, ფლირტისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ქცევა იყოს. კაცი მხოლოდ მასთან საუბრობს ინტიმურ და პიროვნულ დეტალებზე, ვინც მოსწონს, ვისაც ეტრფის სიზმრებსა და ოცნებებში. ცოლქმრული ურთიერთობები მხოლოდ მსგავსი კომენტარების სახით შეიძლება იქნეს განხილული: „ჩემს ცოლს ჩემი საერთოდ აღარ ესმის“.
ცოლიან კაცებს, ასევე სჩვევიათ “შემთხვევითი” საჩუქრების გამოგზავნა მცირე ტექსტებით, მაგალითად: „დავინახე თუ არა, შენი თავი გამახსენა“. ჯეფრი ჰოლი აღნიშნავს, რომ ხშირი კომპლიმენტებიც ფლირტზე მიანიშნებს. შესაძლოა, მან სპეციალურად შენთვის განსაკუთრებული რაღაცებიც აკეთოს, მაგალითად, გაგირეცხოს მანქანა ან დაგეხმაროს რემონტის დასრულებაში.

ასე რომ, ყურადღებით დააკვირდი და თავიდანვე ამოიცანი ცოლიანი კაცის „სიყვარულის მზერა“.ამ შემთხვევაში გაფრხილდები და მეტი შანსი გაქვს, რომ თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდო.