მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა საკუთარ სახლებს წვავს

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა. აღნიშნულზე აზერბაიჯანის, სოხეთისა და რუსეთის ფედერაციის პირველი პირები 9 ნოემბერს შეთანხმდნენ. შედეგად, კონფლიქტის ზონაში რუსული სამხედრო კონტინგენტი განლაგდა.

რუსული მედიის ცნობით, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს და მათ წვავს იმისათვის, რომ აზერბაიჯანის მხარეს მათი საკუთრებები არ ჩაუვარდეთ ხელში.

მხარეთა შეთანხმებით, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ პირველ დეკემბრამდე ქალბაჯარის, აგდამისა და ლიჩინის რაიონები გადავა. აზერბაიჯანი კონტროლს შეინარჩუნებს საბრძოლო მოქმედებებისას დაკავებულ ტერიტორიებსა და ქალაქ შუშაზეც.

კომენტარები

სხვა სიახლეები