„მე არ ვარ არც ავადმყოფი და არც ჰორმონალურ დარღვევებს ვუჩივი“ – გიორგი ქისტაური

„ასეთი რომ ვიყო მყავს დედა და მამა, ვინც ამას თქვენამდე გაცილებით ადრე მეტყვის და მომხედავს“ – წერს გიორგი ქისტაური და „ჭკუის მსწავლებელთა“ საყურადღებოდ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

გიორგი ქისტაური: „მე მყავს მშობლები და მყავს დედა , რომელსაც ძალიან ვუყვარვარ , იშვიათია ასეთი ყურადღება და სიყვარული შვილისადმი და მართლა ყველას ვუსურვებ რომ იგივე ურთიერთობა ქონოდეს მშობელთან.

დედაჩემს რომელსაც ასე ვუყვარვარ , რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემთვის , რომლისთვისაც ერთადერთი ვარ , რომელმაც საკუთარი ცხოვრება გვერდზე გადადო ჩემს გამო , მგონი არალოგიკურია რომ მას ცუდი უნდოდეს ჩემთვის.

თქვენ როდესაც მიწერთ ასეთ საშინელ კომენტარებს რომ ვარ ავადმყოფი , მაქვს ჰორმონალური დარღვევები , თქვენი აზრით დედაჩემი , ისეთი ადამინი როგორიც მაღლა დავახასიათე , ერთხელ არ მეტყოდა ამას? არ მომცემდა შენიშვნას ? თუ მართლა ავადმყოფი ვარ , მაგას დაასწრებდით ვიღაცა ზოები და მაიები ამის თქმას?

მე არ ვარ არც ავადმყოფი და არც ჰორმონალურ დარღვევებს ვუჩივი, ასეთი რომ ვიყო მყავს დედა და მამა , ვინც ამას თქვენამდე გაცილებით ადრე მეტყვის და მომხედავს“.

წყარო: primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები