ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება ინტიმურ ურთიერთობებში – აღმოაჩინეთ იდეალური პარტნიორი

ვერძი

ვერძი ადამიანებს სენტიმენტალურობითა და ამავე დროს დაუჯერებელი სექსუალურობით აჯილდოვებს. როგორც წესი ვერძი საწოლში ხარბი და მარჯვეა. არიან ვნებიანები, თუმცა საკმაოდ ეგოისტურებიც. მისთვის თავსებადია ნიშანი, რომელსაც ოჯახურ თუ სექსუალურ ურთიერთობაში დომინანტობა არ სურს. სჭირდება ძალიან ვნებიანი პარტნიორი.

კურო

კუროს უყვარს და აფასებს ხარისხიან სექსს, თუმცა არც ძალიან ტემპერამენტიანები არიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ უყვართ უხეში სექსი. მოსწონთ სასიყვარულო მარათონები, მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა. ნიშანი, რომელიც სექსში გამუდმებით ცვლილებებს ითხოვს, ნაკლებად მისაღებია კუროსთვის.

ტყუპები

ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს არ უყვართ ერთფეროვნება და მონოტონურობა. სექსუალური ურთიერთობისას უყვართ სიახლეები. თუმცა საერთო ჯამში ისინი არც ისეთი ვნებიანები არიან, სექსში კი ცნობისმოყვარეები და სიახლეების მოყვარულნი. თუ ტყუპებს შემოქმედებითად-სექსუალური პარტნიორი ეყოლებათ, მათ შორის ინტიმური სიახლოვე მართლაც შეუდარებელი იქნება.

კირჩხიბი

კირჩხიბი გამოირჩევა მგრძნობიარე ხასიათითა და არაჩვეულებრივი სინაზით. მაგრამ საწოლში დიდი ფანტაზიითა და წარმოსახვით ვერ დაიკვეხნის. თუმცა ყველა ღონეს იხმარს, პარტნიორისთვის მაქსიმალური სიამოვნების მისანიჭებლად. მათთვის უპირატესია ხასიათის შეწყობა და საერთო ინტერესები.

ლომი

ლომები, ნამდვილად გამოცდილი საყვარლები არიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ საკუთარი ძალებით ყველას გაოცებას. არ არიან ზედმეტად ნათელი და ვნებიანი ურთიერთობის მოყვარულები.კარგი თავსებადობაა ნიშანი არის ის, რომლისთვისაც პირველ ადგილზეა გრძნობები და არა სექსი.

ქალწული

ქალწულებს არ უყვართ ინტიმურ ურთიერთობაში სიჩქარე და შემთხვევითი სექსი. თავსებადობაში მათთვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური და ემოციურად სრულფასოვანი ადამიანი. თუ მსგავსი თავსებადობა არ მოხდა – სექსი არ შედგება.

სასწორი

სასწორს უნარი აქვს ამაღელვებელი და ცოტა ინტრიგული ატმოსფეროს შექმნისა. როგორც წესი, იშვიათად არიან ძალიან ტემპერამენტიანები. მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ინიციატორია და მათი, როგორც სექსუალური ობიექტის შტურმირება სურთ.

მორიელი

მორიელი ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ტემპერამენტიანი ნიშანია. მათთვის ინტიმური სიახლოვე ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორც წესი, გარეგნულად ძალიან ცივები და თავშეკავებულები არიან, არ ჩქარობენ პირველივე შემხვედრთან. მათ შეეფერებათ, ის ვინც დიდი ხანია და ახლოს

იცნობს, რადგან მან უნდა შეძლოს იმავე სერიოზულობით მიიღოს ეს ვნება და სრულფასოვნად უპასუხოს გრძნობებზე.

მშვილდოსანი

ინტიმურ ურთიერთობაში მშვილდოსნებს ექსპერიმენტები უყვართ. მათ ადვილად შეუძლიათ საპირისპირო სქესის შეცდენა. უფრო მეტიც, მათ ნებისმიერი ადამიანის გაოცება და ყურადღების მიპყრობა ძალუძთ. სამწუხაროდ ერთ პარტნიორთან დიდხანს გართობა არ ახასიათებთ. ამიტომ მათ სექსუალურ პარტნიორს უნდა შეეძლოს მუდამ მოხიბვლა ან რაიმეთი გაოცება.

თხის რქა

უნდა აღინიშნოს, რომ თხის რქა არ გამოირჩევა ტემპერამენტით. სექსუალურ ცხოვრებაში არ უყვართ ცვლილებები და ძირითადად ერთსა და იმავე პოზასა და მეთოდებს ირჩევენ. გაურბიან ძალიან ახლო ურთიერთიერთობებსა და ხშირ ექსტრემალურ ექსპერიმენტებს. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ჰგონიათ ვერ შეძლებენ პარტნიორის დაკმაყოფილებას. არიან მგრძნობიარეები და მისგან ბევრს არ უნდა ელოდოთ.

მერწყული

ეს ნიშანი ყველანაირი ინტიმური სიახლოვისთვის არის მზად. კარგი ფანტაზიის წყალობით, ნებისმიერის გაოცება შეუძლიათ. ხიბლავენ გახსნილი და არასტანდარტული სექსუალური გამოგონებებით. თუმცა ისინი, ვინც მაქსიმალურად მიმართულნი არიან ექსპერიმენტებისაკენ, ნუ მოითხოვენ მერწყულებისგან რაიმე ზებუნებრივსა და ძალიან ბევრს.

თევზები

თევზები უჩვეულოდ სექსუალურები და მგრძნობიარენი არიან. ისინი სულაც არ ისწრაფვიან პირველივე შემხვედრთან ვნებების გამოვლენისკენ. ხშირად პატიოსნად თავშეკავებულნი არიან, ვიდრე არ გამოჩნდება პარტნიორი, რომელსაც აბსოლუტურად მიენდობიან. მოეპყარით სათუთად და არავითარ შემთხვევაში არ დაატანოთ ძალა. არ იჩქაროთ და ნურც დაუყოვნებლივ სიახლოვეს მოსთხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეეშინდებათ და ხელიდან დაგისხლტებათ.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები