მეხსიერების ამ ხრიკის გამოყენებით, აღარასოდეს დაგავიწყდებათ ახალგაცნობილის სახელი

ხალხს უყვარს, როდესაც მათ სახელებს ადვილად იმახსოვრებენ! სახელების დამახსოვრება არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ალბათ, ხშირად აღმოვჩენილვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ახალგაცნობილი ადამიანის სახელი დაგვავიწყდა. შეიძლება სახელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ სხვისთვის ეს უბრალოდ სხვა სიტყვაა, რომლის დამახსოვრებაც არაა მარტივი. იმისთვის რომ დავიმახსოვროთ, უნდა მოვახდინოთ ადამიანის სახელის ასოცირება რაიმე სურათთან. მაგალითად, თუ პიროვნებას ჰქვია ლიზა, მის სახელს გონებაში უნდა დაუკავშიროთ მონალიზას სურათი და ა.შ. თუ ამას ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე გააკეთებთ, დაახლოებით 100 -150 სახელთან დაკავშირებული სურათის ბაზას შეიქმნით გონებაში და ადვილად შეძლებთ, თუნდაც ერთი თვის წინ გაცნობილი ადამიანის სახელის გახსენებას. ეს მეთოდი მხოლოდ სახელების დამახსოვრებისთვის არ გამოგადგებათ. ბევრი სტუდენტი მიმართავს ამ მეთოდს გამოცდის საკითხების დასამახსოვრებლად.

კომენტარები

სხვა სიახლეები