მეცნიერებმა კვირის ყველაზე მძიმე დღე დაასახელეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა უარყვეს მტკიცებულება, რომ ორშაბათი კვირის ყველაზე მძიმე დღეა. მეცნიერების კვლევაში მონაწილეობა 3 ათასამდე ადამიანმა მიიღო.
როგორც Daily Mail-ი წერს, გამოკითხულთა 53%-მა აღნიშნა, რომ ორშაბათობით სამსახურში დიდ ენერგიას არ ხარჯავენ და ცდილობენ, რომ საქმე მომდევნო დღისთვის გადადონ. ამგვარ ქცევას მეცნიერები ხსნიან იმით, რომ უქმე დღეების შემდეგ, ადამიანს პირდაპირ სამსახურის დაწყება ეზარება და სამშაბათისთვის გროვდება უამრავი დავალება. ასე რომ, სამშაბათი კვირის ყველაზე რთული დღეა.
მანამდე, მეცნიერებმა წარმატებული საქმიანი დღის ფორმულა აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ იაპონიაში ბანკის მოხელეები, უკეთესად ასრულებენ დავალებებს, თუ გარეთ წვიმიანი ამინდია. გარდა ამისა, მათ დაადგინეს, რომ იმ საქმის კეთება, რომელიც არ გიყვართ, უფრო აზიანებს ჯანმრთელობას, ვიდრე საერთოდ სამსახურის გარეშე ყოფნა.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები