მეცნიერებმა იპოვეს გზა, როგორ გაქრეს ოფლის სუნი

ბრიტანელმა მეცნიერებმა მოიგონეს დეზოდორანტი, რომელიც ოფლის სუნის მაქსიმალურ განადგურებას შეძლებს. ეს საშუალება წერტილოვნად დაბლოკავს იმ ნივთიერებას, რომელიც ასე მტანჯველი „სურნელის“ გაფრქვევაზეა პასუხისმგებელი.

გამოგონება იორკის და ოქსფორდის უნივერსიტეტების მკვლევარებმა წარმოადგინეს. სპეციალისტები სხვანაირად მიუდგნენ სპრეების და დეზოდორანტების იდეას და აიძულეს ისინი არა არასასიამოვნო სუნი შეენიღბათ, არამედ საერთოდ გაექროთ ის. ამდენად, აქტიური ნაწილაკები ზოგიერთ ფერმენტს და ცილებს გაანეიტრალებს, რომლებიც ოფლის სუნის გავრცელებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ექსპერტები განმარტავენ, რომ ანტიპერსპირანტების უმრავლესობა არ არის ეფექტური, რადგან მხოლოდ რაღაც დროით ნიღბავს ადამიანის სხეულის სუნს. მეცნიერების თქმით, ახალი ტიპის დეზოდორანტს არ ექნება საკუთარი არომატი, რადგან არასასიამოვნო სუნის შენიღბვა საჭირო აღარ იქნება.
როდის დაინერგება ეს ასე საჭირო გამოგონება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ალბათ კარგი იქნებოდა, რომ ეს ნოვაცია უკვე მალე, ამ ზაფხულსვე დაენერგათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები