მეცნიერები: მოღალატე მამაკაცის სახის დადგენა უფრო მარტივია, ვიდრე – მოღალატე ქალის

ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა შეძლო, დაემტკიცებინა, რომ მამაკაცის სახის მიხედვით შეიძლება ღალატის ამოცნობა, ხოლო ქალის სახის მიხედვით ამის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Royal Society Open Science.
მკვლევარებმა ჩაატარეს გამოკითხვა 592 მამაკაცსა და 924 ქალს შორის. მათ სთხოვეს ამ პირებს 189 ადამიანის ფოტოსურათი, ათბალიანი შკალით ორ კატეგორიაში შეეფასებინათ: რამდენად მიმზიდველია ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი და რამდენად შეუძლია მას ღალატი. მანამდე კი ფოტოზე გამოსახულ ადამიანებს ჰკითხეს, ღალატობდნენ თუ არა ისინი მეორე ნახევრებს და ჰქონიათ თუ არა რომანტიული კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც ურთიერთობაში სხვასთან იმყოფებოდა.
შედეგად, მამაკაცები, რომლებიც პარტნიორებს ღალატობდნენ, სწორად ამოიცნო გამოკითხულ ქალთა 14,1 %-მა და მამაკაცების 16,6%-მა. ხოლო ქალის სახის მიხედვით ამის გამოცნობა მხოლოდ მამაკაცების 4%-მა და ქალების 3,3 %-მა შეძლო. ასევე, იმ მამაკაცების ამოცნობა, რომლებსაც ჰქონიათ ურთიერთობა სხვა პარტნიორის მქონე ქალებთან, შეძლეს მამაკაცების 12%-მა და ქალების 18 %-მა. სუსტი სქესის „მოღალატე“ ქალების ამოცნობა მხოლოდ მამაკაცების 3,7%-მა და ქალბატონების 0,9%-მა მოახერხა.
აღსანიშნია, რომ რაც უფრო სიმპათიური იყო ადამიანი, მით უფრო მიანიშნებდნენ მის მოღალატეობრივ ბუნებაზე – სქესის მიუხედავად. და თუ კი ქალების შემთხვევაში ეს მართლაც დაკავშირებულია, მამაკაცებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახის მამაკაცური ნაკვთები აღმოჩნდა: მასიური ქვედა ყბა, გამოწეული შუბლი და წვრილი ტუჩები. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი მამაკაცის დანახვისას, ქალი მასში არა მხოლოდ იმ ადამიანს ხედავს, ვისთანაც შთამომავლობის შექმნა შეუძლია, არამედ იმ ტიპაჟსაც, რომელსაც დიდი რაოდენობის შთამომავლობა სურს და, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს სტაბილური ოჯახის შექმნას. აქედან გამომდინარე, მას ქვეცნობიერად უკუაგდებენ. თავის მხრივ, მამაკაცები მათში ხედავენ „კონკურენტებს“, რომლებსაც „მდედრის“ წართმევა შეუძლიათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები