მერსი სულხანიშვილის ინციდენტთან დაკავშირებით, “ნიკორა” განცხადებას ავრცელებს

„ნიკორა სუპერმარკეტის“ ადმინისტრაცია ეხმაურება გუშინ წერეთლის გამზირზე მომხდარ ინციდენტს მომხმარებელსა და “ნიკორა სუპერმარკეტის” წარმომადგენელს შორის.
„ყოველთვის ვზრუნავთ მომსახურების ხარისხზე და თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ვუტარებთ უამრავ ტრენინგს მომხმარებელთან კომუნიკაციასა და ეფექტურ მომსახურებაში, რისი დასტურიც მენეჯერის ქმედებაა აღნიშნულ ინციდენტში. აქვე ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თანამშრომლის გათავისუფლებაზე სიმართლეს არ შეესაბამება. „ნიკორა სუპერმარკეტისთვის“ თითოეული თანამშრომელი ძვირფასია და ის მზად არის, დაიცვას ყოველი მათგანის უფლება განსაზღვრული კანონმდებლობით“, – აცხადებს „ნიკორა სუპერმარკეტის“ ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, რომ მერსი სულხანიშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია თუ როგორ ეკამათება ტელეწამყვანი სუპერმარკეტ „ნიკორას“ კონსულტანტს, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები