მერაია ქერის და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებით ცხოვრობს

ამერიკელი მომღერლის, მერაია ქერის და, 56 წლის ელისონი, ოჯახის წევრებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ექიმებმა მას აივ ინფექცია დაუდგინეს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ეს მის ოჯახს არ აინტერესებს.

ადგილობრივ გამოცემა “The Sun”-თან საუბრისას, ელისონმა განაცხადა, რომ ბევრი სირთულის გადატანა უწევს ცხოვრებაში, მისი და კი, ფუფუნებაში იმყოფება. მან ისიც გაიხსენა, თუ როგორ გახდა ბოროტმოქმედების მსხვერპლი, რის შემდეგაც ძვირფასეულობა და ბინა დაკარგა. როგორც ირკვევა, მერაია ქერის და, ახლა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებით ცხოვრობს.

მას პროთეზისთვის 3 ათასი დოლარი ესაჭიროება, მაგრამ შვილმა ამაზეც უარი განუცხადა.

როგორც ელისონი აღნიშნავს, იგი მერაის ყოველთვის კარგად ექცეოდა და ამიტომაცაა მისგან ასეთი მოპყრობა გულდასაწყვეტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები