“მერად აღიარებული წულაია”, “გვარამიას მიერ ნაცემი ქალი” და “აღსარების სია” – რა ხდებოდა დღეს არჩევნებზე

დღეს საქართველოს ხუთ რეგიონში მერის არჩევნები გაიმართა, საზოგადოებამ ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურაში, მარნეულსა და ხულოში თავის არჩევანი დააფიქსირა.
არც ამ არჩევნებს ჩაუვლია სახალისო სიტუაციების გარეშე.
სოციალურ ქსელში, სხვადასხვა რეგიონებიდან, რამდენიმე ასეთი სახალისო სიტუაციების ამსახველი ვიდეოები გავრცელდა: მამაო, რომელიც საარჩევნო უბნებს აკურთხებს;
კომისიის წევრები ამომრჩევლებს სიმღერით ახალისებდნენ;
ასევე, არაფხიზელ მდგომარეობაში მისული მამაკაცი ხმის მიცემის უფლებას ითხოვდა: “საჭესთან ხომ არ ვარ” ,- ამბობდა ის;
ორმა მოქალაქემ კი პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის იჩხუბა;
კოორდინატორი, რომელიც ჟურნალისტების კითხვას თავს არიდებს და სიმღერით გარბის;
ასევე კოორდინატორი, რომელსაც ხელში სია ეკავა და ის მისი ცოდვების სიად გაასაღა:“ცოდვების სია მაქვს, აღსარებას ვაბარებ“, – თქვა მან;
“დრონის ხმით შეშინებული ადგილობრივი ძაღლები“;
აღშფოთებული გოგი წულაია, რომელიც მოქალქეს ულვაშის გაპარსვით ემუქრება;
„ნაცმოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი, რომელსაც პირადობა სახლში, პიანინოზე დარჩა;
ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო უბანზე ნამცხვრებით, ყვავილებით და ბატკნის თანხლებით მივიდა;
ასევე ამომრჩეველი, რომელსაც ხელში დაბადების დღის სია ეკავა;
ზესტაფონის მერობის კანდიდატი გოგი წულაია, რომელმაც ხმების დათვლამდე თავი მერად გამოაცხადა;
და ბოლოს, ფიზიკური დაპირისპირება ნიკა გვარამიასა და ამომრჩეველ ქეთევან სორდიას შორის, რასაც საზოგადოების მხრიდან სახალისო კომენტარები და გაშარჟებული ფოტოები მოჰყვა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები