ზუგდიდში პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის მოქალაქეებმა იჩხუბეს

226
SHARE

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ორმა მოქალაქემ იჩხუბა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
დაპირისპირების მიზეზი პირველი ამომრჩევლის სტატუსი გახდა. „შვიდის ნახევარზე ვიყავი აქ, მაგი მოვიდა რვის ნახევარზე და მეჩხუბა. რატო უნდა მეჩხუბო? პირველი, რომ მოვედი ყველა მხედავდა, მეტი რა ვქნა. მე უნდა შევსულიყავი და გამექცა“ – ამბობს კაცი, რომელიც პირველი ამომრჩეველი 21-ე უბანზე ვერ გახდა.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

წყარო:აჭარის ტელევიზია

FB კომენტარები

კომენტარი