მეგან მარკლს სუპერგმირის თამაში სურს

სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლს სუპერგმირის თამაში სურს, რის გამოც მან თავისი აგენტებისგან მოითხოვა, შესაბამისი როლი მოუძებნონ.

როგორც წყარომ Daily Mail-ის განუცხადა, მარკლი ჰოლივუდში შეხვედრების სერიას გეგმავს.
„მან [მეგანმა] იცის, რომ ფილმს ვერ გაქაჩავს, როგორც მსახიობი. ხალხი ვერ შეძლებს, უკან მოიტოვოს ის ფაქტი, რომ ის მეგან მარკლია. მაგრამ მას გადაწყვეტილი აქვს, ისევ ითამაშოს და ის ფიქრობს, რომ ფილმი დიდი სამსახიობო ანსამბლით ისაა, რაც საჭიროა… რაღაც, რაც ბევრს იხდის, მაგრამ მას წინ და ცეტრში არ დააყენებს“,  – უთხრა წყარომ გამოცემას.

მისივე თქმით, ადრე გარკვეული სტიგმა არსებობდა Marvel-ის ფილმების მიმართ, მაგრამ ამჟამად ეს უდიდესი კინობაზარია.

„ეს ისაა, რაც მეგანს სურს“, – თქვა წყარომ.
ცნობისთვის, პრინც ჰარიზე დაქორწინებამდე მეგან მარკლი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა სერიალ Suits-ში. ცოტა ხნის წინ Disney-მ მასთან კონტრაქტი გააფორმა, მარკლი პერსონაჟს გაახმოვანებს ერთ-ერთ მულტფილმში.

რაც შეეხება სამეფო ტიტულს – პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია მათ 31 მარტს დათმობენ.

8 იანვარს წყვილმა გაავრცელა განცხადება, რომ ისინი სამეფო ტიტულებზე უარს ამბობენ და მუშაობას აპირებენ, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები