მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებს ვინდოუსი დაფაზე შესრულებული ნახატით აუხსნა (ფოტოკოლაჟი)

როგორ მუშაობს კომპიუტერი კომპიუტერის გარეშე? ამის ახსნა მოსწავლეებისთვის განაში მცხოვრებმა მასწავლებელმა შეძლო. მან დაფაზე “მაიქროსოფთ ვორდი” დახატა, სადაც სხვადასხვა ფერის ცარცით, გაჯეტების მნიშვნელობა იყო აღწერილი. მოსწავლეებს ამ ყველაფრის საშინაო დავალების რვეულში გადაწერის საშუალება ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელი 33 წლის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგი – რიჩარდ აფიაჰ აკოტოა და როგორც თავად ამბობს, სკოლაში მისასვლელად 2 საათ-ნახევარი სჭირდება. მისივე თქმით, მას ამგვარი ხერხით მოსწავლეებისთვის სხვადასხვა თემის ახსნა ხშირად უწევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები