მარჯანი – სამკურნალო თვისებები

 მარჯანი დაღლილობის წინაამღდეგ იდეალური საშუალებაა. ამცირებს დაძაბულობას, შიშებს, დეპრესიას და აძლევს კეთილგონიერებას ადამიანს.

ეს მინერალი ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს, ანეიტრალებს სიბრაზებს, შურს, და წარმატებას იზიდავს მფლობელისადმი. უნივერსალური საშუალებაა ავი თვალის და წყევლის წინაამღდეგ. როგორც დამცავი ის  უარყოფითი ადამიანებისგან იცავს მფლობელს. ანვითარებს გონებას, სიბრძნეს, ლოგიკური აზროვნების უნარს და ინტუიციას.

მარჯანი მოგზაურთათვის დამცავ თილისმად ითვლება.  იცავს მათ არასასიამოვნო შეხვედრებისგან,  ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და  სახლში მშვიდობიანად დაბუნებაში ეხმარება მფლობელს.

საერთოდ წითელი მარჯანი ითვლება მამაკაცური ენერგიების მქონე მინერალად, თეთრი კი რბილი, ქალური ენერგიების ქვად. ორივე შინაგან შარმს და მიზიდულობას ანიჭებს მფლობელს, თუმცა რბილი და უნებისყოფო ქალებისთვის უფრო წითელი მარჯანი იქნება დადებითი, ხოლო ძლიერი და ცოტა აგრესიულ ქალებს თეთრი მარჯანი მოუხდებათ.

სამკურნალო თვისებები

მარჯანი ლითოთერაპევტების აზრით იდეალური საშუალებაა დაღლილობის მოსახსნელად. ის აძლიერებს მეხსიერებას, დადებითად მოქმედებს სმენაზე და მხედველობაზე, იცავს ნერვიული აშილობისგან და სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასევე დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე და სისხლის მიმოქცევაზე.  კარგია უძილობის დროს. მარჯნის მძივი დადებითად მოქმედებს ყელის დაავადებებზე და  თავის ტკივილების დროს.

ასტროლოგია

მარჯანი ასტროლოგიურად ყველა ზოდიაქოსთვის დადებითად მოქმედებს. თუმცა რადგანაც ნეპტუნის ენერგიებით არის ეს მინერალი გაჯერებული ყველაზე დადებითად თევზების ზოდიაქოს შეესაბამება. ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის მარჯნის მუდმივად ტარება არ არის რეკომენდირებული, თუ პირად რუკაში განსაკუთრებულად არ არის ნეპტუნის როლი და ზოგადად მინერალის თვისებები გასაძლიერებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები