“მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში და ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე” – დაპირისპირება “პრაიმშოუში”

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა “პრაიმშოუს” ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ამგვარი დამოკიდებულება ეწყინა:
“მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში და ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
“პრაიმშოუს” გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…
ჩემ გარდა კოვიდ პანდემიის დროს ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი “გაშავება” არჩიეს…
არადა, არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ “რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი!
მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება”, – წერს გიორგი ღოღობერიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები