„მამულიჩასთან ვიყავი შესული, მაგარ დუხზეა“

არქიმანდრიტმა ანთიმოზმა მუსიკალური პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) საკანში მოინახულა, – ამის შესახებ არქიმანდრიტი ფეისბუქში წერს. როგორც სასულიერო პირის მონათხრობიდან ირკვევა დაკავებული თავს კარგად გრძნობს.

„მამულიჩთან ვიყავი შესული. კარგად არის. ვარჯიშობს, გულშემატკივრები ყველანი მოგიკითხათ! მაგარ დუხზეა“, – აცხადებს არქიმანტდრიტი ანთიმოზი.

შეგახსენებთ, პროდიუსერ კახა მამულაშვილს (მამულიჩას) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
კახა მამულაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

 

კომენტარები

სხვა სიახლეები