მსუბუქი ბოსტნეულის სალათა

 

ინგრედიენტები:
დაკონსერვებული სიმინდი – 1 ქილა,
პამიდორი – 300 გრ,
კიტრი – 300 გრ,
ხახვი – 150 გრ,
ყველი ბრინზა – 200 გრ,
ზეთი, მარილი.

მომზადების წესი: ხახვი მრგვალად დავჭრათ. კიტრი და პამიდორი – საშუალო ნაჭრებად. ფეტა კი -კუბიკებად. ყველა ინგრედიენტი თასში მოვათავსოთ, სიმინდი და მარილი მოვაყაროთ. ბოლოს კი ზეთი მოვასხათ და კარგად ავურიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები