მამაკაცმა მძღოლმა, ქალის მანქანას ყავა შეასხა – რა გახდა ინციდენტის მიზეზი (ვიდეო)

ინგლისში მომხდარi ავტოსაგზაო ინციდენტი ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ფრანგმა მარი კერველამ მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში განათავსა, რითიც ინტერნეტის მომხმარებელთა დისკუსია გამოიწვია. ახალგაზრდა ქალი ინგლისში საცხოვრებლად ახლახან გადავიდა. ის საკუთარი ავტომობილით ქალაქ უოტფორდში მოძრაობდა, გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე კი ლამის საპირისპიროდ მოძრავ „ვოლვოს“ დაეჯახა. მანქანიდან გამძვინვარებული მძღოლი გადმოვიდა, რომელიც დამატებით იმანაც გაამწარა, რომ მარიმ კიდევ სიგნალის მიცემა დაუწყო.
როგორც კადრებში ჩანს, მამაკაცი ქალის მანქანას მიუახლოვდა, უცენზურო სიტყვებით ლანძღვა დაუწყო. ის ამბობდა, რომ მისი გულისთვის გასაუბრებაზე დააგვიანა, რადგან პერანგზე ყავა გადაისხა. შეცბუნებულმა გოგომ უთხრა, რომ ეს სულაც არ ადარდებს, რის მერეც „ვოლვოს“ მძღოლმა ყავის ჭიქა ამოიღო მანქანიდან და მარის მანქანის წინა მინას ყავა შეასხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები