კრიშტიანუ რონალდუ შეყვარებულთან და შვილთან ერთად იახტაზე ნებივრობს (ფოტოები)

კრიშტიანუ რონალდუს მეგობარმა ქალმა, მოდელმა ჯორჯინა როდრიგესმა „ინსტაგრამში“ მისი და ფეხბურთელის ერთობლივი დასვენების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ფეხბურთელი დიდად დამწუხრებული არ ჩანს მსოფლიო ჩემპიონატიდან მისი ნაკრების გავარდნის გამო. შეყვარებულებთან ერთად იახტაზე ისვენებს ფეხბურთელის უფროსი შვილი-8 წლის კრიშტიანუ უმცროსი.
თავად ფეხბურთელს სუროგატი დედებისგან სამი შვილი ჰყავს, გასული წლის ნოემბერში კი ჯორნიჯა როდრიგესისგან ქალიშვილი ევა მარია დოს სანტოსი ეყოლა. მას მერე, მსოფლიო მედია აქტიურად განიხილავს ფეხბურთელის მოსალოდნელ ქორწინებას. დაუდასტურებელი ცნობებით, შეყვარებულების ქორწილი ამა წლის აგვისტოში უნდა გაიმართოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები