მამაკაცებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გამოიგონეს

ლოს ანჯელესის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგებმა წარმატებით გამოსცადეს ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მამაკაცებისთვის. ახალმა ჰორმონალურმა პრეპარატმა არ აჩვენა სერიოზული გვერდითი მოვლენები და, უმრავლეს შემთხვევაში, სწრაფად იყო ათვისებული მამაკაცების ორგანიზმით. ექიმებმა, მამაკაცებში სპერმატოზოიდების აქტიურობის დასათრგუნად, გამოიყენეს მოდიფიცირებული ტესტოსტეროი, რომელიც შეიცავს მამაკაცის სქესობრივი ჰორმონებისა და პროგესტერონების თვისებებს. კვლევაში 40 ჯანმრთელი მამაკაცი მონაწილეობდა. საკონტროლო ჯგუფში მყოფი მამაკაცები ორსულობის საწინააღმდეგო აბებს 24 საათში ერთხელ იღებდნენ. ამ აბების წყალობით, მამაკაცების სისხლში ტესტოსტერონის დონე საგრნობლად ვარდებოდა, თუმცა არ ახდენდა გავლენას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაგრამ, გვერდითი მოვლენები მაინც დაფიქსირდა და გამოვლინდა მხოლოდ 6 მამაკაცის შემთხვევაში. მათ დაღლილობა, თავის ტკივილი და აკნე აღენიშნებოდათ. კვლევის ხუთმა მონაწილემ კი სქესობრივი ლტოლვის შემცირებაზე დაიჩივლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები